საქართველოს ეროვნული ოლიმპიური
კომიტეტი დღეს პრეზიდენტს აირჩევს.
136 დელეგატიდან 135-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სასტუმრო ”რედისონში” იმყოფება. როგორც არჩევნების დაწყებამდე ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი არჩევნები არის ქართული ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში ერთადერთი არჩევნები, როდესაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი.
გამარჯვების იმედი აქვს ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს ლერი ხაბელოვსაც.