სიახლეები
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების  სააგენტომ

დასაქმების პროგრამების  დეპარტამენტის წლიური ანგარიში  წარადგინა. 2016 წლის მონაცემებით  დასაქმდა 607 სამუშაოს მაძიებელი ,მათ შორის 32 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მომზადება-გადამზადების პროგრამაში. ამ პროგრამის მეშვეობით  წელს უკვე 68 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში 2000-მდე პირი გადამზადდა.გადამზადების  ფარგლებში მოქმედებს სტაჟირების პროგრამაც,  დასაქმებულის ანაზღაურების ნახევარს ამ შემთხვევაში  სახელმწიფო ფარავს.

Print