სიახლეები
''გადაგვიხადეთ რეალური კომპენსაციები''
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელვაჩაურში მაგისტრალის მშენებლობის ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას კომპენსაციის სახით კვადრატულ მეტრში 1000 ლარი შესთავაზეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ თანხით მხოლოდ შავი კარკასის შეძენაა მხოლოდ შესაძლებელი. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობისგან შუამდგომლობას ითხოვენ. იმ შემტხვევაში თუ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათი საცხოვრებლის მიხედვით შესაბამის კომპენსაციას არ გადაუხდის, ისინი შენობების დემონტაჟის უფლებას, უწყებას არ მისცემენ.

Print