სიახლეები
ჩანაწერები სამძიმრის წიგნში
თავდაცვის მინისტრმა  საქართველოში გერმანიის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ლევან იზორიამ  გერმანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს 19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. ჩანაწერი სამძიმრის წიგნში საგარეო საქმეტა მინისტრმაც დატოვა. თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

Print