სიახლეები
საკონსტიტუციო კომისია დაკომპლექტებულია
ახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია
საპარლამენტო უმრავლესობა – 23 წევრი; საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრი; ფრაქცია საქართველოს პატრიოტები“ – 2 წევრი. პროცესში ასევე ერთვება, არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მან  იმედი გამოთქვა, რომ მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება, თუმცა მის ამ განცხადებას, მარგველაშვილის ადმინისტრაციის პასუხი მალევე მოყვა, სადაც თქვეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და პროცესში არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც უშიშროების საბჭო არ ჩაერთვება. მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თვა, დავით უსუფაშვილმაც, რომელმაც შეთავაზება, პირადად პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.
Print