სიახლეები
მე-13 ხელფასი დაბალანაზღაურებად პირებს
დაანონსებული ოპტიმიზაციისა და ადმინისტრაციული ხარჯების

დაზოგვის პოლიტიკის ფონზე  სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა მეცამეტე ხელფასის და პრემიების გაცემის საკითხსაც გადახედეს. მთავრობა ერთიან სტანდარტზე მუშაობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მეცამეტე ხელფასს საახალწლოდ  ხელმძღვანელი პირების გარდა ყველა თანამშრომელი მიიღებს.

მინისტრებმა განმარტეს, რომ ტრადიცია არც წელს დაირღვევა. საკრებულომ კი უკვე დაამტკიცა ცვლილება ბიუჯეტში რომლის მიხედვითაც 6 მილიონ ლარზე მეტი მეცამეტე ხელფასების დასარიგებლად გამოიყო.

ცნობილია, რომ ეს თნხა დაბალანაზღაურებად თანამშრომლებზე გადანაწილდება.

Print