სიახლეები
კათოლიკური შობა საქართველოში
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს.

საზეიმო ლიტურგია აღავლინეს საქართველოს კათოლიკურ ტაძრებშიც. გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.  შობის დღესასწაული მიულოცა თანამოქალაქეებს  პრემიერ მინისტრმაც.  შობა მომავლის რწმენასა და იმედს გვისახავს. ბედნიერებას, მშვიდობას, კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას. ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

Print