სიახლეები
ავიაკატასტროფა რუსეთში
რუსეთში 26 დეკემბერი  გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყანაში ტუ-154-ის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ. სოჭში, სამაშველო სპეცოპერაციაში ჩართული 3 ათასზე მეტი ადამიანი დაღუპულების ცხედრებს ეძებს. ამ დრომდე 10 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ავიალაინერის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის იყვნენ სამხედროები, მუსიკოსები და ჟურნალისტები.
Print