ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადფგენლებთან ერთად ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავეს. დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, „ლიბერთი ბანკში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები რითიც უკვე თანხების უკანონო გატანა ხორციელდებოდა. მითვისებულია 116 ათასამდე ლარი.