სიახლეები
200 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ

თბილისში, დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადასცა. დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.

ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ კი, არსებული 200 ბინის გასაღებს დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.

დადიანის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25-სამოთახიანია.

Print