დღესვე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში შეიტანეს წერილი და იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო ორგამო მათი პრობლემით დაინტერესდება. 17 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორი, თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე, დააკავა.