საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი აქციას
“იყიდე ქართული“ შეუერთდნენ და აქციის ფარგლებში, საახალწლოდ
ოჯახისათვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული
წარმოების პროდუქტები და მაღაზია „იმერში“ ქუთაისის ფაბრიკაში
შეკერილი სამოსი შეიძინეს. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი
მოუწოდებენ საზოგადოებას შეუერთდნენ აქციას და შეიძინონ ქართული
პროდუქცია.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ქველმოქმედ
აკა სინჯიკაშვილის აქციაში ჩაერთო, რომელიც სოციალურად დაუცველი
ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების დარიგებას გულისხმობს.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
მხარდაჭერით, აკა შინჯიკაშვილს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის
საჩუქრები - ჩურჩხელები და ჩიჩილაკები გადასცა.