. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ ეს მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლში გადააკვალიფიცირა და ორივე ეპიზოდზე, რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლითაც შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ახლობლები მიიჩნევენ, რომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელისთვის შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა საკმარისი სასჯელი არაა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა.