მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა. საკითხს რომ სპეციალური კომისია შეისწავლის მათ შორის არასამთავრობოების ჩართულობით ესეც სიახლეა.
მესამე სექტორის სარჩელის შემდეგ, 9 თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. კანონმდებლებს დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად სამი თვე აქვთ. თამარ ილურიძე გვიერთდება