სიახლეები
ლარიზაციის გეგმის განხილვა
მთავრობის ლარიზაციის გეგმის
ფარგლებში მომზადებულ
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს,
ადამიანის უფლებათა და დარგობრივი ეკონომიკის გაერთიანებულ სხომაზე
განიხილეს. საუბარია რამდენიმე ძირითადი მიმართულების ცვლილებაზე, მათ
შორის 100 ათასი ლარის ფარგლებში სესხების ეროვნულ ვალუტაში
გაცემასა და ფასების მხოლოდ ლარში განსაზღვრაზე. მეორე ცვლილება კი
ფასების ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრაა. სწორედ ამ ცვლილებას მოყვა
კამათი კომიტეტის სხდომაზე. ცვლილებებს მხარს არ უჭერს
ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეგულაციები ბიზნესს
შეზღუდავს და ხელს ლარის დასტაბილურებას არ შეუწყობს.