სიახლეები
„იმედი“, „მაესტრო“ და GDS - ახალი მედიაჰოლდინგი
ახალი მედიაჰოლდინგი, რომელშიც
იმედი, მაესტრო და ჯი-დი-ესი შევლენ.
განცხადება დღეს მედიაჰოლდინგ იმედის მფლობელის, ინა გუდავაძის
სახელით გავრცელდა. უკვე დასრულებულია მოლაპარაკება ტელეკომპანია
მაესტროს მფლობელთან და შეთანხმება დასვნით ეტაპზეა ჯი-დი-ესის
მფლობელთანაც. როგორც განცხადებასი წერია, გაერთიანების მიზანია
ახალი, მაღალი სტანდარტის სატელევიზიო პროდუქციის შეთავაზება ქართველი
ტელემაყურებლისთვის. ვიდრე მედიაჰოლდინგი ოფიციალურად შეიქმნება,
საჭიროა შესაბამისი ნებართვა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ
გასცეს.