სიახლეები
საკონსტიტუციო ცვლილებები - შეფასებები
კონსტიტუციონალისტი ვახო ჟვანია საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე,

მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და  კომისიის პრიორიტეტებზე საუბრობს. ჟვანიას აზრით,  პრეზიდენტის არჩევის წესი არ უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება პრეზიდენტის უარს, კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ  ქვეყნის პირველი პირი პროცესებში აუცილებლად უნდა ჩართულიყო. გარდა ამისა, ჟვანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა რაზეც კომისიამ უნდა იმუშაოს, მისი აზრით, უნდა გაიზარდოს პარლამენტის მხრიდან კონტროლი მექანიზმები,  უნდა შეიცვალოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და ის უფრო მარტივი  გახდეს, რადგან პარლამენტს რეალურად ჰქონდეს ბერკეტი აკონტროლოს მთავრობა.

Print