უკვე მეხუთე ახალი წელია, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები
დღესასწაულს გურჯაანში მდებარე
საოჯახო ტიპის საცხოვრებელში ხვდებიან. გარემო აქ ოჯახურია -
ყველაფერს თავად ამზადებენ. სადღესასწაულო სუფრასაც თავად აწყობენ.
საოჯახო ტიპის საცხოვრებელში დამოუკიდებლად ცხოვრობენ და
ასისტენტის დახმარება იშვიათად სჭირდებათ.