სიახლეები
თავდაცვის სამინისტროს მილოცვა
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს.

პირდაპირი ჩართვა ავღანეთიდან და მალიდან, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან განხორციელდა. ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და მალი ბამაკოში იმყოფებიან.

Print