გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმის განხილვა განახლდა, რომლებიც „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში არიან მსჯავრდებულები.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის ხუთი მოწმე დაიკითხა. როგორც პროკურორი აცხადებს, საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთა, რაც მსჯავრდებულთა უდანაშაულობას ამტკიცებს. დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.