სიახლეები
ხანძარი სოფელ დუისში
პანკისში კულტურის სახლში მდებარე
საზოგადოებრივი ცენტრის
დაცვა სცადეს. შემთხვევა სოფელ
დუისში მოხდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლი შენობის
მეორე სართულზე მდებარე კომპიუტერებით აღჭურვილი ოთახის კარებს
მოედო.
იზა ბექაურის თქმით, ხანძრის გავრცელება ვერ მოხერხდა, რადგან დროული
დახმარება გასწიეს ადგილობრივებმა და ადგილზე მისულმა
სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ. მისივე ინფორმაციით, ჩატეხილია ფანჯარა
და დამტვრეულია ორგანიზაციის კუთვნილი კომპიუტერი. ბექაური არ
გამორიცხავს, რომ ინციდენტი ხეობაში მაცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა
დაგეგმა, რომელიც მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, აგრესიითა
და მუქარით გამოირჩეოდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ამ წუთებში
სამართალდამცავები. პოლიცია თვითმხილველებს კითხავს.