სიახლეები
პატრიარქы 84 წელი შეუსრულდა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდა.  იუბილის მიუხედავად დღეს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება.

მიზეზი პატრირქის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა რომ  უწმინდესის ამ ეტაპზე  კარგად იმყოფება მედიკოსები მისი გადატვირთვის რეკომენდაციას არ იძლევიან.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 47 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 48 მღვდელმთავარი, მათგან 3 ტიტულარულია.

გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

Print