საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2015 წლის მონაცემებს 7.6% აღემატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საბოლოო შემოსავლები 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა . ხუთეულში მოხვდა უკრაინაც. განსაკუთრებული ზრდა კი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ფიქსირდება. ვიზიტორების რაოდენობით ირანი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ფილიპინები, ომანი და ჩინეთი ლიდერობენ.