სიახლეები
აგულაშვილი - ბაქრაძის შეხვედრა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძეს შეხვდა. მხარეებმა აშშ-თან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს. საქართველოში სამთომოპოვებითი სექტორის რეფორმის ხელშეწყობა,  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, - ეს ის მიმართულებებია, რაშიც მხარეები მომავალშიც ითანამშრომლებენ.
Print