სიახლეები
გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმე
სააპელაციო სასამართლოში გიორგი
გვიჩიანის და ნიკა ჩემიას სასამართლო პროცესი
გრძელდება.
"თელასის" ფინანსური დირექტორის ნიკა
ლომინაძის მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ რამდენიმე მოწმე
დაიკითხება. ადვოკატის თქმით, მოწმეების დაკითხვის შემდეგ
დარჩენილია დოკუმენტების გამოკვლევა, რის შემდეგაც სავარაუდოდ
განაჩენი გამოცხადდება. ხელახალი განხილვების შემდეგ საქმეზე
მსჯავრდებული გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია გამამართლებელ ვერდიქტს
ელოდებიან. მათ უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი,
მოგვიანებით კი სასჯელი 20-20-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.