სიახლეები
მერიის შიდა აუდიტის დასკვნა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა
დეპუტატმა
მერიის შიდა აუდიტის დასკვნასთან
დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დოკუმენტში ნათქვამია რომ
არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით ბიუჯეტს 400 ათას
ლარზე მეტი ზარალი მიადგა. საუბარია ცინცაძის ქუჩის 85 ნომერში
მშენებლობის ნებართვაზე, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს და საქმეზე
სასამართლო დავაც მიმდინარეობს. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ რომ
მერიამ ნებართვა ბათილად უნდა ცნოს თავად დასკვნა კი შემდგომი
გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.