სიახლეები
''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადება
ნაციონალური მოძრაობის ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი საფრთხის წინაშე დგას.
ეს განცხადება  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთელი რიგი საკითხები ჯერ კიდევ  არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა ვერ შედგა პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის ბოიკოტის გამო.

„ნაციონალური მოძრაობის“  ყრილობის საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი ნინო კალანდაძე კი მიზანმიმართულ საბოტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყრილობის ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას. მისი თქმით, მისმა თანაპარტიელებმა სამართლებრივ საკითხებზე  დაიწყეს წინასწარ საუბარი, რათა აირიდონ ის შედეგი რაც 20 იანვარს დადგება.

Print