სიახლეები
ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენა
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ“ შეთანხმება
2016 წელს ჩინეთის ძირითადი
ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016
წლის დეკემბერში ჩატარდა. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“
ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების
საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის
„ვეისინის“მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა. საქართველო
რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი
საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს
უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით მილიარდ ნახევარ
მომხმარებელს აერთიანებს.