როგორც ”გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, კამპანიის ფარგლებში ”გირჩი” სახელმწიფო უწყებებს მიმართავს, გამოყონ ერთი თანამშრომელი, რომელსაც ”გირჩი” სამუშაო პროცესში დააკვირდება. ჯაფარიძის განცხადებით ისინი პერიოდულად აარჩევენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვადასხვა სტრუქტურას და მიმართავენ ხელისუფლებას შემდეგი თხოვნით- აირჩეს სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი, დართონ ნება ნახონ და გადაიღონ ამ თანამშრომლის ერთი სამუშაო დღე. ჯაფარიძის განმარტებით მათი მიზანია აჩვენონ მოქალაქეებს, რაში იხდიან გადასახადებს