სიახლეები
სომხური ეკლესია შობას აღნიშნავს

დღეს  სომეხთა სამოციქულო გრიგორიანული ეკლესია

შობისა და ნათლისღების დღესასწაულს თბილისში „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძარში ზეიმობს. ამ დღისთვის მრევლი განსაკუთრებულად ემზადება და ლოცულობს. „სურბ გევორგის“ ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი-ქეთევან ციხელაშვილი და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე-ზაზა ვაშაყმაძე. მათ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცეს.

 

Print