სიახლეები
რატი გაჩეჩილაძე გირაოთი გაათავისუფლეს
„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე
დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა . გირაოს თანხის შესატანად კი 10-დღიანი ვადა დაუწესა. რატი გაჩეჩილაძემ სასამართლოს ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც 5000-ლარიან გირაოსთან ერთად, საპატიმრო უზრუნველყოფას მოითხოვდა. პროკურატურა განჩინების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიჩნევს. წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13:00 საათზე დაიგეგმა.
Print