მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას მართავს. განხილვის თემა ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონსა და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესამუშავებელი ცვლილებები იქნება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უნდა შენარჩუნდეს ბალანსი ორ დიდ ინტერესს შორის, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხებს ეხება.