
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში
პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს.
ქვეყნის მდგომარეობის
უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ,
პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია
ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს “როგორც
წესი”, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს
ხდება. წლევანდელი გამოსვლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია
პარლამენტში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციასთან ჯერ საორგანიზაციო
საკითხებზე კონსულტაციები არ გამართულა.