სიახლეები
ელისო კილაძემ პროკურატურა დატოვა
გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა  მთავარი პროკურატურა დატოვა. 

ელისო კილაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა. კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ ქრონიკა პლუსის და მის წინააღმდეგ იყენებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჰქონდა. კილაძის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ციხის კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.

Print