სიახლეები
ცესკომ ნაციონალების 6 წევრი სიიდან ამოიღო
ცესკომ ნაციონალური მოძრაობის ექვსი წევრი  საარჩევნო სიიდან ამოიღო. 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა13 იანვარს ჩაინიშნა. სხდომაზე   ერთ ერთი მთავარი საკითხი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას  გადაყენება იქნება.   ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ფრაქციის სხდომა გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო, თუმცა გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლამ ახალი რეალობა შექმნა და გააჩინა მოლაპარაკებების მინიმალური შანსი. თუმცა, მისივე განმარტებით  ეს შანსი დღეს უკვე აღარ არსებობს. რაც შეეხება 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობას, ,ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვაზე.

Print