გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დავალება მისცა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს. კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ გარკვეულ ბარებსა და სხვადასხვა ობიექტში კანონდარღვევებია და ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვა. კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში თანაშემწეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.