სიახლეები
ლარიზაციის სქემა 17 იანვარს ამოქმედდება
მთავრობა სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით  ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის და საფინანსო სექტორის დოლარზე დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

Print