სიახლეები
გახარია ''გაზპრომთან'' შეთანხმებაზე
გაზპრომთან ტრანზიტული გაზის სომხეთისათვის გატარების პროცესში
შეცვლილი საკონტრაქრტო პირობების ფაქტს დღეს ეკონომიკის მინისტრი  ეხმაურება. გიორგი გახარია არ თვლის პრობლემად რომ საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ არა  ბუნებრივ აირს არამედ თანხას მიიღებს. მინისტრი   აცხადებს რომ ეს ყველაფერი არის საბაზრო პრინციპებზე აგებული - შეგახსენებთ საქართველო აქამდე სომხეთისათვის გატარებული გაზის  საფასურს ბუნებრივი აირით - ტრანზიტის 10 პროცენტს იღებდა. კომპეტენტური პირების ნაწილი თვლის რომ შეცვლილი კონტრაქტი საზიანოა რადგან ახალი კონტრაქტით მონეტარიზაციის შედეგად მიღებულ თანხად საქართველო ვერ შეისყიდის გატარებული გაზის 10%-ს, რომელსაც აქამდე ნატურის სახით იღებდა.
Print