„აწარმოე საქართველოში სწრაფი
განვითარებისთვის“.
ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გააცნო. ღონისძიებას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროგრამის ბენეფიციარები, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.