სიახლეები
მწვანე კლიმატის ფონდის მზაობის დახმარება
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პროექტის -"მწვანე კლიმატის ფონდის მზაობის დახმარება“ 

პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საქართველოსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს ეროვნული უფლებამოსილი ორგანო. შეხვედრის მონაწილეებმა მწვანე კლიმატის ფონდიდან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხებზე იმსჯელეს. პროექტს მწვანე კლიმატის ფონდის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება  ახორციელებს.

Print