სიახლეები
სამთო მომზადების ზამთრის კურსი

ორფოლოს პოლიგონზე სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.

 


საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოებს უტარებენ.
შუალედურ სამთო მომზადების ზამთრის კურსში, რომელიც ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი სულ ორ ეტაპად განხორციელდება. მომზადების მეორე ეტაპზე სკოლის მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, თოვლში თხილამურით მარშ გადაადგილება, თოვლის თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 10 თებერვალს დასრულდება.

 

 

Print