სიახლეები
"საია" გაზპრომთან“ შეთანხმების გასაჯაროებას ითხოვს
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით განცხადება წარადგინა.
ორგანიზაცია გარკვეული ინფორმაციის გაცემას ითხოვს. კონკრეტულად  საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების  ასლს, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. "საია" ასევე ითხოვს  2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლს.


Print