სიახლეები
ფარული მოსმენები - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე  კანონპროექტების
შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.  არასამთავრობო სექტორი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას სთავაზობს, რომელიც საქართველოს პარლამენტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოს მიერ გაკონტროლდება.

მათი თქმით,  ე.წ.ი  გასაღები, ანუ მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც გამოძიების ფუნქცია აქვს.  მესამე სექტორი  იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო  ორგანო აღნიშნულ კანონპროექტს გაიზიარებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31  მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს  ეხება.

 

 

Print