სიახლეები
პრემიერი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა
ძალიან კარგად ვითარდება. ამის
შესახებ იბიარდის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატიმ დავოსში, გიორგი
კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე
თქმით, 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია.