ურეკში რკინიგზის სადგურთან ახლოს 63 წლის მამაკაცს ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის მკვიდრია. სამგზავრო მატარებლის მემანქანეს ალკოტესტის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 275-ე მუხლითაა აღძრული, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.