სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" დარეგისტრირება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

ფრაქცია 6-კაციანი იქნება და მის შემადგენლობაში ერთიანდებიან: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას“ რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით,  ფრაქცია უმცირესობის ფარგლებში წარმოდგენილი არ იქნება. საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა დეპუტატებმა შეინარჩუნეს. უმცირესობაში შემავალი ფრაქციებია: ”ევროპული საქართველო” და ”ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის”.

 

Print