სიახლეები
გიორგი კახიანის განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანის განცხადებით,
პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს უახლოეს დღეებში დააყენებენ
საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველად. დეპუტატის განმარტებით,
საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პარლამენტის თბილისში
გადმოტანაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. როგორც
კახიანი აცხადებს, პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის
აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანო თბილისში
გადმოვიდეს.