სიახლეები
აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომის მოთხოვნით

დღეს ფინანსთა სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა.  „ახალი საქართველოსა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“  წევრებმა სამინისტროსთან  ხურდა ფული მიიტანეს და პროტესტის ნიშნად ფინანსთა სამინისტროს შესასვლელთან  ბღუჯით დაყარეს.
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, დღეს მინისტრ დიმიტრ ქუმსიშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე. აქციის წევრებმა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროში განცხადებაც ჩააბარეს.

 

Print