სიახლეები
აქცია ქუთაისის McDonald's-თან
საინიციატივო ჯგუფი "ქუთაისის მომავლისთვის" "მაკდონალდსის
მშენებლობის ადგილზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აშენებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფის წევრებმა დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და "მაკდონალდსის" მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მუზეუმის გამოსახულებით შესაბამისი ბანერიც გამოფინეს.
"მაკდონალდსის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.


Print