სიახლეები
''გაზპრომის'' თემაზე დებატები გაიმართება
საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” თემასთან დაკავშირებით
პოლიტიკური დებატების გამართვას საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 8 თებერვალს მოითხოვს.  როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა, შესაბამისი განცხადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს. სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. მიმდინარე თვეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

 

Print